суббота, 1 марта 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ აქტიური დღე იყო,შევისწავლეთ პუბლიკაციის შექმნა,გავიგეთ რომ ბუკლეტის შექმნა ერთერთი ელემენტია პროექტის განხორციელების დაწყებამდე.ნინოს მადლობა გაწეული მუშაობისთვის.

вторник, 11 мая 2010 г.

უელსი

მთავარი იდეა Wales -უელსი-უცხო ქვეყნის კულტურის გაცნობა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლე გამოიმუშავებს კითხვის,მეტყველებისა და წერის კულტურას და რაც მთავარია იგი ისწავლის პატივისცემას უცხო ქვეყნების კულტურის მიმართ.
მიზნები და შედეგები 1.უცხ.VIII.17.მოსწავლე იგებს ფაქტობრივი ინფორმაციისშემცვლელ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე(კულტურის სფეროდან).
2.უცხ.VIII.25.მოსწავლე მიმართავს წერის სათანადო სტრატეგიებს.
3.უცხ.VIII.26.მოსწავლე აცნობიერებს, რომ მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს.
4.უ ცხ.VIII.30.მოსწავლე ამოიცნობს ინფორმაციას კულტურის სფეროდან.
შეფასების საგანი და პროცედურები მოსწავლეები შეფასდებიან:
1.პრეზენტაცია
2.ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
3.წერითი სამუშაო
4.მსჯელობა.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ ზოგადი ცოდნა დიდი ბრიტანეთის ისტორიის შესახებ,ლექსიკური მარაგი,გრამატიკა-დროები.
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსი წიგნი,რვეული,საწერი კალამი,თვალსაჩინოების რუქა,კომპიუტერი, აუდიო და ვიდეო დისკები.
პროექტის მსვლელობა კლასი მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ ირჩევს პროექტის თემას,
იყოფიან ოთხ ჯგუფად და ეძლევათ შესასრულებელი დავალება.(ინფორმაციების მოძიება).
I.ჯგუფი - უელსის დროშა და სიმბოლოები.
IIჯგუფი - უელსის ღირსშესანიშნავი ადგილები და ეროვნული დღესასწაულები.
III ჯგუფი- მუსიკალური ინსტრუმენტები.
IVჯგუფი-სპორტი. მოსწავლეები ისტ-ის საშუალებით აჩვენებენ მოძიებულ მასალას თვალსაჩინოების მიზნით.






კატეგორია კრიტერიუმი შეფასება მიღებული ქულა



მომზადების ეტაპი მოუწესრიგებელია.არ არის გამოყენებული ისტ-ი. 1-3
მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით. 4-5
ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა. 6-7
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულიაელქტრონული ცხრილები და სქემები 8-10
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა





მუშაობის ეტაპი ისტ-ი არ არის გამოყენებული , ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას. 1-3
მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ.არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა.
4-5
მოუწესრიგებელია; ისტ-ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან. 6-7
კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება. 8-10
პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი ისტ-ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას. 1-3
მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა. 4-5
მოუწესრიგებელია; ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა. 6-7
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა.
ქულათა ჯამი
საბოლოო შეფასება ქულათა ჯამი გაყოფილი 3–ზე